მერკელი და პუტინი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე შეთანხმდნენ

  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ იმსჯელეს. როგორც ორი სახელმწიფოს ლიდერებმა საუბრისას აღნიშნა, უკრაინის ერთიანობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს,- პუტინისა და მერკელის სუბრის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სის” რუსული სამსახური აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
“ბი-ბი-სის” ცნობით, მერკელი და პუტინი ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მოქმედი მთავრობის ფორმირება. გერმანიის კანცლერის წარმომადგენლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია უკრაინაში სტაბილურობით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
უკრაინის მოვლენებზე აქტიურად საუბრობს ევროკავშირიც. ევროკომისიის განცხადებით, როგორც კი ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, ისინი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად მზად არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები