ჟურნალისტი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა, ნასვამი არ იყო (ვიდეო)
Tvezda.ru-ს ჟურნალისტი ვლადიმერ მამატოვი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს მისი ყოველწლიური მოხსენების დროს კრემლში შეკითხვა დაუსვა, ნასვამი არ იყო. მან ინსულტი გადაიტანა და მისი შენელებული საუბარიც აქედან მოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tvzvezda.ru ავრცელებს.
”თუ ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეკითხვა შეთანხმებული იყო გაზეთ РЕПОРТЕРЬ-ის რედაქციასთან. ის არ იყო ნასვამი, მისი შენელებული საუბრის მიზეზი ორჯერ გადატანილი ინსულტი და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებაა”, – განაცხადა გაზეთ Tvzvezda.ru-ს მთავარმა რედაქტორმა.
კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ მამატოვის შეკითხვას სიცილი და აურზაური მოჰყვა. ის გამაგრილებელ სასმელ ”კვასის” წარმოების პრობლემებზე საუბრობდა. პუტინმა სერიოზულად მიიღო შეკითხვა და უპასუხა, რომ რუსეთს დიდი რესურსი ჰქონდა ადგილობრივი გამაგრილებელი სასმელების სახით და ამ წარმოებას უდავოდ განვითარება სჭირდებოდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=n-eq2QETt2A” width=”560″ height=”315″]