მიხეილ სააკაშვილი: მარგველაშვილთან არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ამჟამინდელ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას არ გეგმავს. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, მას მარგველაშვილისთვის დრო არ აქვს და არანაირ საიდუმლო შეხვედრას არ აპირებს.
“ისეთი ეჭვიანი, ბოროტი დედინაცვალი თუ მამინაცვალი ელოდება მაგათ ყველას, იმდენი პრობლემები აქვთ, იმდენი თვალი უყურებთ და იმდენი მეთვალყურე გამოაყოლეს, ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. თან ახლა მიგვიანდება, რადგან მერკელთან და სხვებთან უნდა განვიხილო საქართველოს საკითხები. დღეს მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს. არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცერებას დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები