სამხედროები იუნკერებისადმი მიძღვნილ სპექტაკლს დაესწრნენ

   ქართველი სამხედროები იუნკერებისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრნენ. სპექტაკლი დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორის, გოჩა კაპანაძის განცხადებით, წარმოდგენაზე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თეატრალური დადგმა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კონკრეტულად კი 1921 წლის თებერვალში განვითრებულ მოვლენებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუნკერებისადმი მიძღვნილ წარმოდგენას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც ესწრებოდნენ. სპექტაკლმა ჯარისკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა. ამ მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები