გოგა ონიანი კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული
ადვოკატი გოგა ონიანი ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. ის საავადმყოფოში წუხელ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ონიანი შეუძლოდ გამომძიებელთან უსიამოვნო საუბარის შემდეგ გახდა.
გოგა ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.