სოჭში ოლიმპიადა დასრულდა

  სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. ოლიმპიადაზე საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა და ოლიმპიურ თამაშებში რეკორდი მოხსნა, მთლიანობაში კი 33 მედალი მოიპოვა. კერძოდ, 13 ოქროს, 11 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების მფლობელები გახდნენ სპორტსმენები 26 ქვეყნიდან. ქვეყნების ჩამონათვალი ადგილების მიხედვით ასე გადანაწილდა: 1 – რუსეთი, 2. ნორვეგია, 3. კანადა, 4. აშშ, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. შვეიცარია, 8. ბელორუსი, 9. ავსტრია, 10. საფრანგეთი, 11. პოლონეთი, 12. ჩინეთი, 13. სამხრეთ კორეა, 14. შვედეთი, 15 ჩეხეთი, 16. სლოვენია, 17. იაპონია, 18. ფინეთი, 19. დიდი ბრიტანეთი, 20. უკრაინა, 21. სლოვაკეთი, 22. იტალია, 23. ლატვია, 24. ავსტრალია, 25. ხორვატია, 26. ყაზახეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები