ერაყში 150 ახალგაზრდა ქალი „სექს-ჯიჰადზე“ უარისთვის სიკვდილით დასაჯეს
ერაყში 150 ახალგაზრდა ქალი სექს-ჯიჰადზე უარისთვის სიკვდილით დასაჯეს – ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ცხედრები ალ-ანბარის პროვინციაში აღმოაჩინეს, დაღუპულთა შორის ორსული ქალბატონებიც არიან. ხელისუფლებამ მათი ცხედრები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალა.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები გოგონებს მებრძოლებისთვის ინტიმური მომსახურების გაწევას აიძულებენ და ასევე მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა მუსლიმ გოგონებს მოუწოდებენ, ერაყსა და სირიაში იგივე მისიით ჩავიდნენ. ხოლო მათ, ვინც მსგავსი სახის ჯიჰადში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, სიკვდილით სჯიან.