“ფარვანა” – ნანა მესხის შემოქმედებითი საღამო ბათუმში

“ფარვანა” – ნანა მესხის შემოქმედებით საღამოს გუშინ ბათუმმა უმასპინძლა. ხელოვნების ცენტრში კონცერტი 2 საათს გაგრძელდა. ბათუმელი მსმენელის წინაშე ნანა მესხის ცნობილი სიმღერებით დავით არჩვაძე, გიორგი მეფისაშვილი, “თეატრალური კვარტეტი”, ტრიო “თბილისი”, “თბილისური კვარტეტი”, კვარტეტი “ქართული ხმები” და სხვა შემსრულებლები წარსდგნენ.
ბათუმური კონცერტი თბილისში გამართული საავტორო საღამოს შემდეგ დაიგეგმა. ნანა მესხი ტურნეს გაგრძელებას გორში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში გეგმავს. საღამო ხელოვნების ცენტრისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები