სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა მარტში დაიწყება

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამშენებლო კომპანია “ალტ-კომის” წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანია “ალტ-კომმა” სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია 2014 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესრულებს განახორციელებს.
შეხვედრაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებზე ისაუბრეს. მინისტრი, ასევე, კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაციითა და მათ მიერ განხორციელებული სხვა პროექტებით დაინტერესდა.
როგორც “ალტ-კომის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი გერმანელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამ სფეროში მათ გამოცდილებას იზიარებენ. საუბარი შეეხო იმ ტექნიკის ხარისხსაც, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობის დროს გამოიყენებს.
უკრაინული სამშენებლო კომპანია “ალტ-კომი” საქართველოში პროექტს პირველად განახორციელებს. გასულ წლებში იგი სამშენებლო სამუშაოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აწარმოებდა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I ლოტის მშენებლობას “ალტ-კომი” მარტში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები