ობამას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები„ ობამას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა შესაბამის კანონს მხარი შაბათს დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატის წევრის ჯონ ბეინერის თქმით, დოკუმენტი „უკრაინელი ხალხის ძლიერ მორალურ მხარდაჭერას“ ადასტურებს.
სენატორმა-დემოკრატმა რობერტ მენენდესმა კი აღნიშნა, რომ აშშ-ს კანონმდებლები ვლადიმირ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიან. მისი თქმით, პუტინი კვლავ „საერთაშორისო წესრიგის გადატრიალებას განაგრძობს“.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ლიდერი კვლავ „ღრმადაა შეშფოთებული“ რუსეთის ქმედებებით უკრაინაში, თუმცა ვაშინგტონი საკუთარი ნაბიჯების შეთანხმებას მეკავშირეებთან არ აპირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ობამა უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს, აშშ „როსობორონექსპორტის“ და რუსეთის თავდაცვის სხვა საწარმოების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. გარდა ამისა, გაფართოვდება სანქციების ინდივიდუალური სია. დოკუმენტი უკრაინისთვის ასევე სამხედრო დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს. კანონპროექტი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ნატოს სამხედრო ბლოკის გარეთ აშშ-ს პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები