2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით 128 ჟურნალისტი დაიღუპა

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 2014 წელს მსოფლიოში 128 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულ მონაცემებს შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში 9, ხოლო ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დროს 16 ჟურნალისტი დაიღუპა. პროფესიული მოვალეობის შესრულებას 13 ჟურნალისტი ემსხვერპლა სირიაში. მათ შორის იყვნენ მედიის ის წარმომადგნელები, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა თავები მოჰკვეთეს. ამასთან, 12 ჟურნალისტი პაკისტანში, ათი კი ერაყში დაიღუპა.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად კვლავ სირია, მექსიკა, ერაყი, სომალი, ბრაზილია, ჰონდურასი, ფილიპინები, ინდოეთი და პალესტინა რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები