მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიის სპეცოპერაციის შედეგად პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, კალანდიის დევნილთა ბანაკში სპეცოპერაციის შედეგად პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„22 წლის მაჰმუდ ედვანი მოკლულია ისრაელის არმიის სპეცოპერაციის შედეგად. ოპერაციის დროს ჯარისკაცებსა და ბანაკში მცხოვრებ დევნილებს შორის შეტაკება მოხდა“, – ნათქცამია პალესტინის ხელისუფლების განცხადებაში.
ისრაელის არმიაში პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია დაადასტურეს.
„არმიის სპეცრაზმის ძალებზე იერიში დღეს ღამით კალანდიაში განხორციელდა. სროლის შედეგად მოკლულია ერთი ტერორისტი, ერთი კი დაკავებულია“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ ლერნერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები