პენსილვანიაში მამაკაცმა 6 ნათესავი მოკლა

ამერიკის შტატ პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ასევე 1 ადამიანი დაიჭრა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ყოფილმა სამხედრომ, 35 წლის ბრედლი ულიამ სტოუნმა გახსნა. ცნობილია, რომ ყველა მსხვერპლი სტოუნის ნათესავი იყო. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ გვამები ქალაქ ფილადელფიის სხვადახვა ადგილას იყო ნაპოვნი. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ეჭვმიტანილმა საკუთარი ყოფილი მეუღლე ნიკოლ სტოუნი, მისი დედა, ბებია, და, დის ქმარი და დის შვილი მოკლა.
სამართალდამცავები დამნაშავეს ეძებენ. 35 წლის სტოუნი კვლავ შეიარაღებულია. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი ხელჯოხით მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ სროლა ფილადელფიაში დილის 4 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები