სიდნეის პოლიცია: ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ვგეგმავთ

სიდნეის ცენტრში მდებარე იმ კაფეში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა ტყვედ 20-ზე მეტი ადამიანი აიყვანა, შუქი ჩააქრეს, – იუწყება „Channel 7“. პოლიციაში აცხადებენ, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.
„ბი-ბი-სის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სიდნეის პოლიცია ისეთ ოპერაციას ატარებს, რომელიც მანამდე ქალაქის მოსახლეობას არ უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საოფისე შენობები დაბლოკა.
ცნობისთვaის, კაფე „Lindt“-ის გვერდით პრემიერ-მინისტრისა და ორი ეროვნული ბანკის ოფისი მდებარეობს. საქალაქო პარლამენტი ასევე რამდენიმე კვარტლის მოშორებითაა განლაგებული.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილის თავზე ფრენისთვის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები