ნოდარ ხადური იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, რუსეთის არმიის წინაღმდეგ დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
იუნკერთა ხსოვნის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტში, ხარების სახელობის სამლოცველოში მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ იუნკერებს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, შემდეგ მათ გვირგვინებით შეამკეს პარლამენტის ეზოში არსებული მემორიალური დაფა.