ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში ტერორისტის ვინაობა დაადგინა (ვიდეო)

ავსტრალიის პოლიციამ იმ ადამიანის ვინაობა დაადგინა, რომელმაც სიდნეის კაფეში ტყვეები აიყვანა. მისი სახელს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, – წერს „ინტერფაქსი“.
გამოძიებას ტყვეების აყვანის ამსახველი ვიდეომასალა დაეხმარა – კადრებში ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც კაფეში იმყოფებოდა, შეიარაღებული ადამიანის მოთხოვნებს აჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ ტყვეები კვლავ ტერორისტის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. სხვადასხვა მონაცემით, „ბოევიკმა“ ტყვედ 15-დან 40 ადამიანამდე აიყვანა. 5-მა ტყვემ კი გაქცევა მოახერხა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jqtB7iDrUcg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები