“ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ უკრაინაში მოვლენები ამიერიდან მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით წარიმართება.
“პროცესები აშკარად დადებითისკენ იცვლება, უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მეგობარია და ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება, პოლიტიკური შეთანხმება შედგება და ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ეყოლება, როგორსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.