შსს: იანვარ-ნოემბრის თვეებში 24368 დანაშაული დაფიქსირდა, რომელთაგან 16104 გახსნილია

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-ნოემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, ნოემბრის თვეში რეგისტრირებულ იქნა 2232 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1473 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,99%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15,1 %. იანვარ-ნოემბრის თვეებში კი რეგისტრირებულ იქნა 24368 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 16104 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66,09%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,43 %.

ბმული: http://police.ge/

ბმული: http://police.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები