მართვის მოწმობის მსურველები დღეიდან გამოცდას 3D ბილეთებით ჩააბარებენ

მართვის მოწმობის აღების მსურველები დღეიდან გამოცდას ახალი, 3D ბილეთებით ჩააბარებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია ბილეთების გართულების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. მათი განცხადებით, ახალ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რისი საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა.
უწყების ინფორმაციით, ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები