თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონის ქუჩების – კეკელიძის და პეტრიაშვილის 56 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები