გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღწევს

  „აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღწევს“ – გაეროს ახალი კვლევის შედეგები ცნობილია. ხუთი ათასამე მოკლული ადამიანი, თერთმეტი ათასი დაჭრილი და მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. ასე შეაფასა გაერომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში არსებული ვითარება 2014 წლის თებერვლიდან გრძელდება. ამ დრომდე დაძაბულობაა ოდესის, მუკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟეას, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონებში. რაც შეეხება კრიმს ის სრულად არის ანექსირებული რუსეთის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები