„არა რასიზმს, არა ძალადობას“- აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება
„არა რასიზმს, არა ძალადობას“- სწორედ ამ ლოზუნგით აპროტესტებენ ამერიკაში, პოლიციის მიერ გამოვლენილ ძალადობას. საპროტესტო აქციები ერთროულად ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში იმართება. მოქალაქეები იმ სამი პოლიციელის თავიდან გასამართლებას ითხოვენ, რომლებიც აფროამერიკელების მოკვლსათვის მისურის შტატის უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
საინფორმაციო სააგენტო Liveleak-ის ინფორმაციით, დაძაბულობა ამერიკელ პოლიციელებსა და აფროამერიკელებს შორის ათწლეულის განმალობაში გრძელდება, თუმცა სამი ახალგაზრდის 34 წლის რუმან ბრისბონის,12 წლის ტამირ რისის და 28 წლის აკაი გურლის მკვლელობით ამ დაძაბულობამ პიკს მიაღწია.