ისრაელი სირიაში რუსეთის სამხედრო ტექნიკას გაანადგურებს – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

  ოფიციალურ თელ-ავივში განაცხადეს, რომ მათ რუსეთის უკმაყოფილება ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსეთის სამხედრო ტექნიკის განადგურებასთან დაკავშირებით სირიაში არ აღელვებთ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ისრაელ 7“-ის ინფორმაციით, ტექნიკა რუსეთს ისლამური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ უნდა გადაეცათ.
„მე არ მაღელვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა აღნიშნა, რომ ისრაელის მტრების შეიარაღებისა და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას არავის მისცემს.
„ვინც ჩვენი მტრების შეიარაღებას ეცდება, უნდა იცოდეს, რომ ის „წითელ ხაზს“ ჰკვეთს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ისრაელის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, ნებისმიერ დროს გავანადგუროთ“, – განაცხადა მოშე იალონმა.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს განადგურდა რუსული რაკეტები და С-300-ის სარაკეტო კომპლექსების ნაწილები, რომლებიც სირიას „ჰეზბოლას“ ტერორისტებისთვის უნდა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები