მე-17 საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება
15-დან 28 დეკემბერის ჩათვლით, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მე-17 საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება.
კონცერტში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ: მევიოლინე – ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი – ნიკიტა ბორისოგლებსკი; საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჩელისტი – გიორგი ხარაძე; პიანისტები: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – ილია კონდრატიევი და მსოფლიო ვარსკვლავი – ბორის ბერეზოვსკი; ჯაზ-ტრიო შვეიცარიიდან: „ვეინ ტრიო“; ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“; კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი; მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკვლავები: ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, სალომე ჯიქია, გია ონიანი, სულხან გველესიანი. თბილისის კამერული ანსამბლი „საქართველოს სინფონიეტა“. თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები: დავით კინწურაშვილი და ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტი ეძღვნება ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს.