“ჯორჯიან ეარვეისი” დღეიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

 

   კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ დღეიდან თბილისი – მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს, – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის, ხომალდის მეთაურის დავით მიკუჩაძის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც მიკუჩაძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობასთან საინიციატივო ჯგუფის კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები განიხილება და გადაწყდება.
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ფრენის სიხშირეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, გუშინ გადაწყდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12 დეკემბრიდან აღდგება ჩვენი კომპანიის ფრენები თბილისი – მოსკოვის მიმართულებით. საინიციატივო ჯგუფი დანაპირების შესრულებას ორშაბათიდან ეტაპობრივად ელოდება, ორშაბათამდე ჩვენ ვწყვეტთ აქციებს, თუ ორშაბათიდან არ დაიწყება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ მასშტაბური აქციები“, – აცხადებს საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები