ზუგდიდში ლომბარდის თანამშრომელს 2 კილოგრამი ოქრო წაართვეს

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, სადარბაზოში ქალბატონს 2 შეიარაღებული პირი დახვდა და 2 კილოგრამამდე ოქრო წაართვა.
დაზარალებული ქალი ლომბარდის თანამშრომელია, მას სახლში წართმეული ოქრო მიჰქონდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია 178 -ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები