როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტემპერტურას, გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 15 გრადუსს მიაღწევს. მისივე ცნობით, 14 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში წვიმა და დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელია.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსის თქმით, თბილისშიც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს.