ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთი არ ჩერდება! არც გაჩერდება!

„რუსეთი არ ჩერდება! არც გაჩერდება! აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს ცხინვალის რეგიონის პირდაპირი ანექსია მოსდევს – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთი-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთი არ ჩერდება! არც გაჩერდება! აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს ცხინვალის რეგიონის პირდაპირი ანექსია მოსდევს! ვერც დაგმობა აჩერებს ჩვენი მიწა-წყლების მიტაცებას და ვერც სავაჭრო ურთიერთობები! საჭიროა პირდაპირი კონტაქტები დასავლეთის ლიდერებთან, და თანაც არა დაგმობის, თხოვნა/მოთხოვნის თემაზე! საჭიროა საუბარი საქართველოს ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე! რუსეთი ამ პროცესს არ შეაჩერებს! რუსეთის ჩამოშლის ლოდინი გულუბრყვილოა და ამ გულუბრყვილობაში, პირველ რიგში, დასავლელ ლიდერებს მოვიაზრებ, მაგრამ ჩვენ მათ, ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ, რომ კიდევ უფრო უარესის თავიდან ასაცილებლად ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავდაცვითი საშუალებების მოწოდებაზე! რას ველოდებით? რომ გაიფორმებს, თუნდაც არალეგიტიმურად, რუსეთი და მერე გვექნება სათქმელი დასავლეთთან? თუ, რუსეთს აღარ ეყოლება ვ.პუტინი და სანამ გონს მოვლენ, დასავლეთი ივაჟკაცებს? იმისთვის, რომ ეს უკანასკნელიც კი მოხდეს, საჭიროა დღეს, უფრო სწორად გუშინ პირდაპირი კონტაქტი! კონგრესის რეზოლუცია მაგარია, მაგრამ კონკრეტულ საკითხებს აშშ-ს პრეზიდენტი წყვეტს. შტაინმაიერი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ გლობალურ საკითხებს ქ-ნი ა.მერკელი წყვეტს! აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ!“, – წერს სოციალურ ქსელში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები