„ტყის საფარი თითქმის აღარ გაგვაჩნია“

გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში გარემოს დაცვის პრობლემებზე ისაუბრა.
ჩხობაძის თქმით, საქართველოში სასმელი წყლის ვარგისიანობისა და ტყეების საფარის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს.
„ წყალში განზავების პროცენტი იმდენია, რომ დაბინძურებას ვერ ვგრძნობთ. ქვეყანაში სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ არ გაგვაჩნია გამწმენდი ნაგებობები. მხოლოდ ორი გამწმენდი ნაგებობა გვაქვს. თბილისის ნაგებობა მექანიკურია და ისიც ბოლომდე არ იღებს საკანალიზაციო სისტემას. სერიოზული პრობლემა არსებობს სასმელ წყალთან დაკავშირებითაც. ჩვენ უკვე თითქმის აღარ გაგვაჩნია ტყის საფარი. ძალიან მცირეა ის ტყის საფარი, რომელიც ახლოს არის მოსახლეობასთან. ტყეები დარჩენილია იმ ადგილებში, სადაც უბრალოდ გზა ვერ გავიყვანეთ და ამიტომ გადარჩნენ ისინი“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები