თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
“თელასის” ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის 38 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების 242 აბონენტს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და საექიმოს ქუჩის 648 აბონენტს.
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის 3828 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ქურდიანის, სლავა მეტრეველის და ბათუმის ქუჩების 686 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები