კახა კალაძე: საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე

 

   საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სამსახურების, პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის დაცულობა.
“66 წლის წინ, გაეროს საერთაშორისო დეკლარაციაში ადამიანთა უფლებების შესახებ გაკეთდა ჩანაწერი: ყველაადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებებით და უფლებებით. თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქის მთავარი ღირებულებაა – თავისუფლება. მიუხედავად ამისა, ყველაქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი.
თითოეული ჩვენგანის: კანონმდებლების, საზოგადოებრივი ჯგუფების და ცნობადი სახეების, სახელმწიფოსამსახურების, პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისდაცულობა – საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, არ უნდახდებოდეს ძალადობა ეთნიკური თუ კონფესიური ნიშნის მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი,რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა – დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე არდარჩეს თითქმის საუკუნის წინ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სურვილად, ვინაიდან არანაირ წინსვლას,ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას არ აქვს აზრი ძალადობის და შეუწყნარებლობის ფონზე”, – აღნიშნულია ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები