დავით ჯალაღანია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამართულ მიღებას დაესწრო


    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამართულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიება იაპონიის ეროვნული დღესასწაულის – იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, იაპონელ ხალხს იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.
ასევე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება.
მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა, მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საზეიმო მიღებას ასვე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები