„სახელმწიფო შეიქმნა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები“

 

   მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება პატიმრების წამება, მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება ქალთა უფლებების დარღვევა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო შეიქმნა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, ინდივიდები და მათი უფლებები.
“მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება პატიმრების წამება, მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება ქალთა უფლებების დარღვევა, რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების მიმართ უფლებების რღვევა, თქვენს გვერდით ვიქნები, რათა ერთად გავახმოვანოთ პრობლემები და საზოგადოება გავაერთიანოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ ნებისმიერი სახელმწიფოს აზრი და არსი უზრუნველყოფს საზოგადოების დაცვას. იგივე იდეით არის შექმნილი ქართული სახელმწიფო. არა მხოლოდ ომბუდსმენი, არამედ მთელი საქართველო უნდა იყოს მოწოდებული სახელმწიფოს, ქვეყნისა და თითოეული ინდივიდის უფლებების დაცვისკენ. ბოლო ორ წელიწადში გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ინდივიდების დაცვის კუთხით, თუმცა ყველაზე დიდი საშიშროება თვითკმაყოფილებაა და ეს თვითკმაყოფილება მძიმედ დაგვირგვინდა, როდესაც ქალებზე ძალადობამ უცნაურად ამოხეთქა საზოგადოებაში. ამ პრობლემის დაძლევას კლიშეების დამსხვრევით ვიწყებთ, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ასევე გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დამცველს 2014 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ის მის გვერდით იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები