ყარსში სამმხრივი მინისტერიალის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

 

   ქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეოთხე შეხვედრაში, რომელიც 2014 წლის 10 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.ყარსში გაიმართა. მინისტერიალში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ.
ქ. ყარსში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. მომდევნო სამმხრივი შეხვედრა საქართველოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები