კიევში გარდაცვლილი გიორგი არუთინიანი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა
კიევში, ევრომაიდანზე გარდაცვლილი გიორგი არუთინიანი საქართველოს მოქალაქე არ არის – ამის შესახებ „კვირას“ უკრაინაში საქართველოს ვიცე-კონსულმა თემურ კერესელიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, გიორგი არუთინიანი 2008 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარ არის და ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ვიცე-კონსულმა უარყო ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენების დროს მესამე ქართველი გარდაიცვალა. „გიორგი არუთინიანის ცხედრის იდენტიფიკაციისა და გარდაცვლილის ახლობლების მიერ ამოცნობის შემდეგ, გაირკვა რომ გიორგი არუთინიანი საქართველოს მოქალაქე 2008 წლის შემდეგ აღარ არის“, – აღნიშნა თემურ კერესელიძემ. მისი თქმით, არუთინიანს ნათესავები ქალაქ როვნოშო ჰყავს და გარდაცვლილის ამოსაცნობად ისინი სწორედ ამ ქალაქიდან ჩამოვიდნენ. გუშინ ქართულ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ევრომაიდანზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გიორგი არუთინიანი გარდაიცვალა.