აშშ-ს სენატი: დაკავებული ტერორისტების დაკითხვისას წამებას იყენებდნენ (ვიდეო)

 

  აშშ-ს სენატმა საიდუმლო ციხეებში წამების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, ტერორიზმში ბრალდებულ დაკავებულებს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და მათ მიმართ რექტალურ კვებას – ანუ კვებას სწორი ნაწლავიდან ოყნით ახორციელებდნენ.
გარდა ამისა, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, აშშ-ს ვერსიით, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორს ჰალიდ შეიჰ მოჰამედს დაკითხვისას ფაქტობრივად წყალში ახრჩობდნენ.
სენატორების თმით, დროდადრო წამება ისეთი სასტიკი იყო, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები მათ გაგრძელებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა ხელმძღვანელები ამას დაჟინებით ითხოვდნენ.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წამება კერძოდ, ავღანეთის ბაზა „სოლთ ფითზე“ ხდებოდა. დაზვერვის ცენტრალური სამმართველო მანამდე ამ ბაზაზე წამების გამოყენების ფაქტებს უარყოფდა.
სენატის ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ წამების მეთოდი დაკავებულების დაკითხვისას აღარ გამოიყენება. ობამას თქმით, წამება აშშ-ს პოლიტიკას და ფასეულობებს ეწინააღმდეგება. „სამწუხაროდ, სენატის ანგარიშმა აჩვენა, რომ 9 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ სისასტიკეში ჩათრეულები აღმოვჩნდით. ამ ანგარიშის გამოქვეყნებას თან ახლდა გარკვეული რისკები. მივიღეთ შესაბამისი ზომები უკლებლივ ყველა ჩვენს საელჩოში საზღვარგარეთ. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ანგარიში მოგვცემს შესაძლებლობას, წამების გამოყენება წარსულში დავტოვოთ“, – განაცხადა ობამამ.
ცნობილია, რომ აშშ-ს სენატის კომიტეტმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს 6 მილიონი დოკუმენტი დაამუშავა. შედეგად გაირკვა, რომ სამმართველოს ციხეებში 119 დაკავებული ჰყავდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gacf1xk1pU0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები