ბელორუსიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ბელორუსიაში, გროდნენის რაიონის სასაზღვრო ზონაში შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს ინფორმაცია ბელორუსიის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილი გახდა, 1983 და 1986 წლებში დაბადებული საქართველოს ორი მოქალაქე ბელორუსიის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა. ქართველები ლიტვაში, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გამგზავრებას აპირებდნენ.
არალეგალ მიგრანტებს ეროვნული პასპორტები, 900 ევრო, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ჰქონდათ.
ამ დროისთვის დაკავებულები დროებით იზოლატორში იმყოფებიან. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.