თურქეთში ქართული ენის სწავლების პროგრამის მონაწილეებს ოქროს საწმისის ორდენი გადაეცათ

ოქროს საწმისი სტამბოლის „ქართული კულტურის სახლის“ დამფუძნებელს ერდალ ქუჩუქს – ელიზბარ ცივნარიძეს და ცნობილ ანკარელ მწერალს ქევსერ რუჰს – ქეთევან ხანთაძეს გადაეცათ.
სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით „მარმარილოს ზღვის ქართველების პლატფორმის“ წევრი მუსტაფა კოლატი დაჯილდოვდა.
თურქეთში ქართული ენის სწავლების პროგრამა ითვალისწინებს 2014 წლიდან, თითოეულ საშუალო სკოლაში სურვილის შემთხვევაში ქართული ენის სწავლებას მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასებში.
სახელმწიფო ჯილდოები ეროვნებით ქართველ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ენის სწავლების პროგრამა ატარებს ისტორიულ ხასიათს, რის შედეგადაც, თურქეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ისტორიულ დიასპორას პირველად მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ქართული ენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები