საკრებულომ მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა სთხოვა

საკრებულოში უახლოეს დღეებში თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს ელიან,- ამის შესახებ განცხადება საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საკრებულომ მერიას შენიშვნებით დახუნძლული ბიუჯეტი გადაუგზავნა. უმრავლესობის წევრი დეპუტატის თქმით, არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლებელია დაფინანსება შემცირდეს და ამის ხარჯზე გაიზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
„ განვიხილეთ თბილისის ბიუჯეტი და ჩასწორებული გადავუგზავნეთ მერიას. ბევრი ფრაქციის ინიციატივა ერთმანეთს დაემთხვა და ასე შენიშვნებით დახუნძლული გადავუგზავნეთ უკან მერიას. მე ვფიქრობ, რომ მეტი თანხა უნდა იყოს გამოიყოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. არა მარტო საბურთალოზე, რომელსაც მე წარმოვადგენ საკრებულოში, არამედ მთელ ქალაქში სანიაღვრე სისტემებისა და კანალიზაციის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის გამო ზიანდება შენობების კედლები, საძირკვლები და კიდევ ახალ-ახალ პრობლემებს წარმოქმნის. შესაძლებელია სხვა კუთხით შევამციროთ, ინფრასტრუქტურის კუთხით კი გავზარდოთ დაფინანსება. ველოდებით მერიისგან ბიუჯეტს და იმედი გვაქვს, ჩვენ შენიშვნებს გაითვალისწინებენ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები