სამტრედიაში მე-4 კლასელი ბავშვი სცემეს

სამტრედიაში მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასელი ბავშვი სცემეს. ბავშვს ტვინის შერყევა აღენიშნება, ის ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ბავშვის ახლობლები აცხადებენ, რომ მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-14 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე სამტრედიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები