საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასვენება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღები მუშაობას 12 იანვარს განაახლებენ.
ზამთრის არდადეგები თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებულ ყველა საბავშვო ბაღში ერთდროულად გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები