ანგელა მერკელი რუსეთს დაემუქრა

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო შემოღებაზე ისაუბრა.
მერკელი არ აპირებს ოფიციალურ მოსკოვთან მიმართებაში მკაცრი კურსის შერბილებას და რუსეთს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაზე გავლენის გაძლიერების მცდელობები შეახსენა.
ამ ინფორმაციას „dw.de“ ავრცელებს. „ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ამ პრობლემებს, თუკი საგნებს მკაფიოდ არ დავარქმევთ თავის სახელებს“, – განაცხადა მერკელმა კიოლნში ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის სხდომაზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის ყირიმის ანექსიით, აგრეთვე მეზობელ ქვეყანაზე თავისი გავლენის სფეროს გავრცელების მცდელობებით.
გარდა ამისა, თავისი მოქმედებებით რუსეთის ხელისუფლება ევროპის მშვიდობიან წესრიგს საფრთხის ქვეშ აყენებს. „ჩვენი მიზანია ტერიტორიულად მთლიანი უკრაინა, რომელიც შეძლებს თავის მომავალზე თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები“, – ციტირებს მერკელის სიტყვებს სააგენტო „როიტერი“. ამავდროულად, მერკელმა უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობაზე ისაუბრა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციებიც დააანონსა. მანვე აღნიშნა, რომ სანქციები თვითმიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ მათი გამოყენება მაშინ ხდება, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები