უკრაინელმა პარლამენტარმა რამზან კადიროვის ფოტოს ესროლა (ვიდეო)
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩეჩნეთის მეთაურს უკრაინისადმი დამოკიდებულების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და იჩქერიაში ჩასვლას ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს კადიროვმა უკრაინელი პოლიტიკოსების შეპყრობისა და მასთან მიყვანის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ უკრაინაში კადიროვის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და უკრაინელი დეპუტატების დაცვა გაძლიერდა.
იგორ მოსიიჩუკი ბატალიონ „აზოვის“ ყოფილი მეთაური და რადიკალური პარტიიდან უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი გახლავთ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NBYfnuhr8EY” width=”560″ height=”315″]