კიევი სეპარატისტებს „სიჩუმის რეჟიმის“ დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ნიკოლაი მუჟენკოს განცხადებით, სეპარატისტები დღეს გამოცხადებულ „სიჩუმის რეჟიმს“ არღვევენ. მუჟენკოს ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ სამთავრობო ჯარებს დებალცევოს რაიონში ცეცხლი დღეს ორჯერ გაუხსნეს.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარები „ზედმიწევნით ასრულებენ სიჩუმის რეჟიმს“ და ცეცხლზე არ პასუხობენ. თავის მხრივ, სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ასევე ასრულებენ და არანაირი სროლა არ დაუწყიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები