ერაყელი ქურთები აშშ-ს და ევროკავშირს მძიმე შეიარაღებას სთხოვენ
ერაყის ქურთისტანის მთავრობამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად აშშ-ს და ევროპას მიწოდებული იარაღის რაოდენობის გაზრდის თხოვნით მიმართა.
„ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში ნიჩერვანის ავტონომიური რეგიონის პრემიერ-მინისტრმა ბარზანიმ განაცხადა, რომ ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს „პეშმერგას“ მძიმე შეიარაღება ესაჭიროებათ. ბარზანის განცხადებით, კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მხოლოდ ავიადარტყმებით ვერ გაიმარჯვებს.