რუსეთის საგარეო უწყება: აშშ-ს სანქციები – რუსეთში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაა

  აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანი – კრემლში ხელისუფლების შესაცვლელად პირობების ფორმირებაა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ამ თეზისს ბოლო დროს საჯაროდ ვაჟღერებდით. აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მისი უარყოფის მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ფონის შექმნა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედის“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი განცხადებით, აშშ საკუთარი მოკავშირეებისთვის „ხელების დამტვრევას“ აკრძელებს იმისთვის, რომ ეს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ უჭერდნენ მხარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა ადამიანის უფლებების საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ვაშინგტონის განცხადებით, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან, „მთელ მსოფლიოში ნადირობა“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები