„აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავადაა მიმართული“

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას მნიშვნელოვნად აფასებს. სესიაშვილის თქმით, რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერაა.
„ეს რეზოლუცია მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორული მთლიანობის დაცვისკენ და რუსეთისადმი ძალიან მკაცრი პოზიციით არის გამოხატული მოწოდება, რომ გაიყვანოს ჯარები მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ ძირითად პრინციპებს, რაც მან ამ ქვეყნებთან მიმართებაში დაარღვია“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ- ს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ. აშშ-ს კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები