არჩილ გამზარდია: მომავალ თვეში ვერ ვგეგმავ ბიუჯეტს და აღარ ვიცი, რომელი თეთრი რას შევაფარო

ექსპერტი არჩილ გამზარდია ლარის კურსის ცვლილებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც გამზარდია წერს, ლარის გაუფასურების მიზეზი მას არ აინტერესებს, თუმცა აინტერესებს შექმნილი რეალობა.
„მე მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ჯიბე ძალიან მოკრძალებულია და ნებისმიერი ცვლილება კურსზე თუ ინფლაციით წარმოდგენილი ასეთი ფასთა მატება მძიმედ მირტყამს, სხვა უამრავის ჯიბე კი კიდევ უფრო მოკრძალებულია და კიდევ უარესი პერსპექტივა ელის. ეკონომიკის ცოდნა ჩვეულებრივი მოქალაქის ცოდნას ვერ სცილდება ჩემი მხრიდან და მართალი ვთქვა, არც მაინტერესებს მიზეზები, მაინტერესებს რეალობა. ახლა დადექით და ამიხსენით, მომავალ თვეში რომ ვერ ვგეგმავ ბიუჯეტს და აღარ ვიცი, რომელი თეთრი რას შევაფარო, აქ თურმე გლობალურად აზროვნება და უსუსური მართვის გაპრავება მჭირდება, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები