კახა კალაძე ლარის კურსის ცვალებადობაზე კომენტარს აკეთებს

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ლარის კურსის ცვალებადობას ეხმაურება. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ეროვნული ვალუტის ცვალებადობა შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება.
„დოლარის გამყარების ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება, საქართველოც არ არის გამონაკლისი და ერთ-ერთი ფაქტორი, ჩემი სუბიექტური აზრით, რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია, – ეს არის საერთაშორისო სანქციები. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ფინანსები, შიდა საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა გლობალურ პროცესებზეა მიბმული. ამიტომ რა იქნება და როგორ გაგრძელდება მომავალში, მე გამიჭირდება პასუხის გაცემა, ეს დინამიკური პროცესია და ალბათ, უმჯობესი იქნება კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ვკითხოთ. ისინი უკეთ აგვიხსნიან არსებულ სიტუაციას. საზოგადოების ინტერესი კურსის ცვლილებასთან მიმართებაში დიდია და ძალიან კარგი იქნება, თუ მათგან მალე მოვისმენთ კომენტარს არსებულ სიტუაციაზე“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები