კახა კალაძე: კვიტაშვილს და ზღულაძეს წარმატებებს ვუსურვებ

ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გადადების აუცილებლობა არ არსებობს. „ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა. ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი რაღაც მოხდეს საქართველოში ან უკრაინაში, რომ ასეთი დონის ვიზიტების გადადება მოხდეს. კონკრეტული დანიშვნები, რომელიც კვიტაშვილს და ზღულაძეს ეხება, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ამ ორ ადამიანს უკრაინაში წარმატებებს ვუსურვებ“, – განუცხადა კალაძემ „იმედს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები